საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№09/29 - 01

07.07.2023

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე დამტკიცებული სადისერტაციო თემების და ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:

1.1. ზეზვა სანიკიძე - „მოტო და ველოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ეფექტიანობა საქართველოში“

    მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  მარინე მინდორაშვილი

ანი მაღრაძე - „აგროტურიზმის რესურსული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების გზები საქართველოში (ქვემო ქართლის რეგიონის მაგალითზე)“

    მეცნიერ-ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი  ვალერი არღუთაშვილი

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატალია გუილლიუ - სულიკაშვილი 

2. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მედეა ხარაიშვილის სადისერტაციო თემა „დასაქმების პოლიტიკის მოთხოვნებთან უმაღლესი განათლების სწავლის შედეგების შესაბამისობის კვლევა საქართველოში“ შეიცვალოს: „დასაქმების პოლიტიკის მოთხოვნებთან უმაღლესი განათლების სწავლის შედეგების შესაბამისობის მიღწევის გზები საქართველოში“  (მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი)

3. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ იზოლდა ლაშქარაშვილის  სადისერტაციო თემა "ხარისხის მართვის სისტემების ეფექტიანობა და მისი სრულყოფის გზები ბიზნეს კომპანიებში"  შეიცვალოს: "მომსახურების ხარისხის მართვის სრულყოფის გავლენა სასტუმროების ეფექტიანობაზე" (მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი)

4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი        პროფესორი   გიორგი ღაღანიძე